top of page

მითები ევროინტეგრაციის შესახებ
Services
ევროკავშირის დაფუძნების დღიდან მის შესახებ პრორუსული, პოპულისტური ძალების მიერ შეთხზული მითები აქტიურად ვრცელდება, ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველოა. მიუხედავად იმისა, რომ, გამოკითხვების თანახმად, დღეს მოსახლეობის უმრავლესობა ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა და ევროინტეგრაციას ქვეყნის სტრატეგიულ მიზნად მიიჩნევს, გარკვეული ჯგუფები კვლავ ცდილობენ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას და ევროინტეგრაციის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებენ. სტატიაში გამოყენებული მითები ეყრდნობა სსიპ „საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ მიერ და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით შექმნილ ბროშურას. დეზინფორმაციული ნარატივები შერჩეულია საქართველოში დღეს არსებულ შეხედულებებსა და განწყობილებებზე დაკვირვებით.
დეზინფორმაციული ნარატივები ევროინტეგრაციის შესახებ

მითი N1: ევროკავშირი დაშლის პირასაა
ევროკავშირი ისეთი პოლიტიკურ-ეკონომიკური გაერთიანებაა, რომლის მიზანიც წევრი სახელმწიფოების განვითარება და სტაბილური ურთიერთობების დამყარებაა. მითი ევროკავშირის დაშლის შესახებ, ე.წ "Brexit"-ის, დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შედეგად გაჩნდა. დღესდღეობით, ევროკავშირი არათუ დაშლის პირასაა, არამედ სულ უფრო მეტად ფართოვდება. რუსეთ-უკრაინის ომმა გაფართოვების პოლიტიკა დააჩქარა, რაც გამოიხატა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებითა და უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყებით. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი სომხეთთანაც ამყარებს ურთიერთობებს.

მითი N2: ევროკავშირში სრულფასოვანი ინტეგრაცია შეუძლებელია ოკუპირებული ტერიტორიების არსებობით
ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მისი შემადგენელი ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონებით. არსებობს კვიპროსის მაგალითი, რომელსაც ევროკავშირში ინტეგრაციისას ტერიტორიული საზღვრების პრობლემა ჰქონდა, მაგრამ ამას ქვეყანა ევროინტეგრაციის არც ერთ ეტაპზე არ შეუფერხებია.
agenda.ge

About
მითი N3: ევროკავშირთან ვაჭრობა სხვა სავაჭრო პარტნიორებს გვაშორებს
საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო ურთიერთობებს არ აქვს გავლენა სხვა სახელმწიფოებთან ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. მეტიც, ევროინტეგრაციის პროცესში განხორციელებული რეფორმები ქვეყანას დაეხმარება არამხოლოდ უკეთესი ხარისხის პროდუქციის წარმოებაში, არამედ სავაჭრო პარტნიორებთან ურთიერთობების გაღრმავებაშიც.
business insider

Contact

მითი N4: ევროკავშირი აღარ ფართოვდება და იქ ჩვენ არავინ გველის
"ჩვენი მხარდაჭერა თქვენთვის რჩება ურყევი. ჩვენ ერთობლივად გადავწყვიტეთ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ბრიუსელში არის მრგვალი მაგიდა, სადაც ყველა ქვეყანას აქვს თავისი ადგილი. ჩვენ გვინდა, რომ თქვენ (საქართველომ) დაიკავოთ ერთ-ერთი სკამი. ჩვენს გონებაში საქართველოს ადგილი უკვე იქ არის. გვინდა, რომ იყოთ ერთ-ერთი ჩვენგანი, თანაბარი უფლებებითა და მოვალეობებით. თქვენთვის განკუთვნილი სკამი ამჟამად ცარიელია და არ ვიცით რამდენ ხანს დარჩება ასე, მაგრამ გვინდა, რომ საქართველოს წარმომადგენლებმა დაიკავონ ადგილი და გქონდეთ იგივე უფლებები და მოვალეობები, როგორც სხვა 27 ქვეყანას".
პაველ ჰერჩინსკი, ევროკავშირის ელჩი
Sova.News
მითი N5: ევროინტეგრაცია მართლმადიდებლობას საფრთხეს უქმნის
ევროკავშირის წევრები არიან მართლმადიდებლური სახელმწიფოები:საბერძნეთი, კვიპროსი, რუმინეთი, ბულგარეთი. ევროკავშირში შესვლას ამ ქვეყნების მართლმადიდებლური ეკლესიებისათვის, ისევე, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მართლმადიდებელი მოსახლეობისთვის საფრთხე არ შეუქმნია. ევროკავშირი პატივს სცემს ადამიანის რწმენისა და გამოხატვის თავისუფლებას. შესაბამისად, წევრი ქვეყნების ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობები ეროვნულ საკანონმდებლო დონეზე რეგულირდება. აღსანიშნავია,რომ სწორედ ევროკავშირი ზრუნავს ქრისტიანულ-კულტურული ძეგლების შენარჩუნებაზე საქართველოში. მათ გამოყვეს მნიშვნელოვანი თანხები ჯვრის მონასტრის, ალავერდის, გელათის ტაძრების, ბეთლემის კლდის უბნის რესტავრირებისა და ეროვნული მუზეუმის შენახვისათვის. დეკლარირებულად, ევროკავშირი იმ ქრისტიანულ საფუძვლებსა და მორალზე დგას, რაც მას საშუალებას აძლევს იყოს მრავალფეროვანი და თავისუფლების იდეაზე დაშენებული ერთობა.
3

ვის ინტერესებშია და რა მიზნით ვრცელდება მითები ევროინტეგრაციის შესახებ?


როგორ ვრცელდება ევროკავშირთან დაკავშირებული დეზინფორმაცია სოციალურ ქსელებში და ვინ არიან ძირითადი აქტორები?
მაიკო რატიანი, MDF-ის ფაქტჩექერი
00:00 / 01:57


"MDF"-ის რეკომენდაციები დეზინფორმაციასთან გასამკლავებლად
4
1. სოციალურ ქსელში ინფორმაცია არ გავავრცელოთ მისი გადამოწმების გარეშე, რათა ხალხი შეცდომაში არ შევიყვანოთ.
2. თუ დაეჭვდით, რომ შესაძლოა, საქმე ვიზუალურ მანიპულაციასთან გვაქვს, ფოტო უნდა ავტვირთოთ Google-ში, ან გამოვიყენოთ REVEYE, რათა დავადგინოთ ფოტოს ნამდვილობა
3. ინფორმაციის მიღებისას, აუცილებლად უნდა დავაკვირდეთ წყაროს, ვინ და ვისზე დაყრდნობით ვრცელდება ეს ამბავი და დავრწმუნდეთ წყაროს სანდოობაში.
bottom of page